Wednesday, May 13, 2015

სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი



ნებისმიერი გაწონასწორებული ადამიანიც კი შეიძლება სადისტ მანიკად იქცეს. სწორედ ამ იდეის გარშემო ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ექმერიმენტი , რომელმაც საოცარი შედეგები მისცა ფსიქოლოგიას და ზოგადად მსოფლიოს

1971 წლის 14 აგვისტოს ცნობილმა ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ექსპერიმენტი აგრესიულ ქცევასთან დაკავშირებით. კონკრეტულად მან სტენფორდის უნივერსტეტის სტუდენტებს (სადაც თვითონ ასწავლიდა) სთხოვა ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება, ახალგაზრდებიც დათანხმდნენ.

ექსპერიმენტის პირობები ძალიან მარტივი იყო, ზიმბარდომ სტუდენტები გაყო ორ ნაწილად: ციხის "ზედამხედველებად" და "პატიმრებად" და ისინი მოათავსა იმიტირებულ ციხეში. "ზედამხედველებს" ჰქონდათ ისეთივე უფლებები, როგორც ციხეში.ექსპერიმენტი 2 კვირა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ის 6 დღეში შეწყდა, სიტუაციის უმართავობის გამო.

 
პირველმა დღეს მშვიდობით ჩაიარა,თუმცა მეორე დღეს ერთ-ერთმა "პატიმარმა" სიგარეტი მოითხოვა,რაზეც უარი მიიღო, ამაზე გაბრაზებული რამდენიმე "პატიმარი" აჯანყდა, "ზედამხედველებმა" ჩათვალეს,რომ მათ (აჯანყებულებს) უნდა გასწორებოდნენ, ამიტომაც გამოყენეს სხვადასხვა სადამსჯელო ხერხები.

აღმოჩნდა,რომ "ზედამხედველები" ძალიან სასტიკ გზებს იყენებდნენ "პატიმრების" დასაშოშმინებლად,ისინი მათ აშიშვლებდნენ და სხვადსხვა მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებინებდნენ, აგრეთვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა არ დაძინების დასჯის მეთოდიცნელ-ნელა სიტუაცია უკონტროლო ხდებოდა. ზოგიერთმა "პატიმარმა" შიმშილი გამოცხადა. "ზედამხედვები" აყენებდნენ ფიზიკურ,მორალურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადამინიებს,რომლებიც რეალურად მათი მეგობრები იყვნენ.

ფილიპ ზიმბარომ ექსპერიმენტი შეწყვიტა,თუმცა 6 დღეც საკმარისი იყო,იმის აღმოსაჩენად,
რომ ნებისმიერ ადამინს შეუძლია სადიზმის ჩადენა .
 
აი რას ამბობს ერთ-ერთი "ზედამხედველი": "მე არ ვიცოდი სად იყო ზღვარი,
მეგონა მეტყოდნენ გაჩერდი ეს ექსპერიმენტია,თუმცა ამაოდ, მე ვაგრძლებდი "პატიმრების" დასჯას"

ერთ-ერთი "ზედმახედველის" სიტყვები ექსპერიმენტის შემდეგ " მე მსიამოვნებდა მათი დასჯა,
ვეღარ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი, შემეძლო უმიზეზოდ მეცემა ისინი"

ამ ცდის შემდგომ სტუდენტების გარკვეულმა რაოდენობამ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო

ამ თემასთან დაკავშირებით გადაღებულია ფილმი "ექსპერიმენტი",

No comments:

Post a Comment