Wednesday, April 11, 2012

ნერვოზი



ნერვოზი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა.




რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ვეგეტატიურ დარღვევებს (ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, კუჭის და სხვა ორგანოების მოშაობის მოშლა).
ნერვოზისთვის დამახასიათებელია:

სტრესების მიმართ მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ადამიანი სასოწარკვეთილებით ან აგრესიით რეაგირებენ), ემოციური ლაბილობა, წყენიანობა, სწრაფი დაღლა, მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, გაფანტულობა, უძილობა ღამით და თვლემა დღისით, ოფლიანობა, არტერიული წნევის მერყეობა.

მიზეზები:

ნერვოზის ძირითად მიზეზად ითვლება: ხანგრძლივი ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლა, გადატვირთვა, უსიამოვნო განცდები, ქრონიკული სტრესი – ეს შეიძლება იყოს როგორც სამუშაო, რომელიც ადამიანს მთელ ძალას ართმევს, ასევე პირად ცხოვრებაში სირთულეები, კონფლიქტები, რომელთა გამო ადამიანი ძლიერ განცდებშია, თუ ამ გაქტორის შერწყმა ხდება, ნერვოზი თითქმის გარანტირებულია.

ზოგჯერ ნერვიული სისტემის დასუსტება ხდება საქმის ბოლომდე მიუყვანლობის, რთული სიტუაციებიდან თავდაღწევის შეუძლებლობის გამო.


ნერვოზის აღმოცენებას ხელს უწყობს თავდაუზოგავი შრომა და თავისთვის დასვენების უფლების ჩამორთმევა.

ნერვოზის განვითარების დამატებით ფაქტორად ითვლება ორგანიზმის დაავადებით დასუსტება – გამოფიტვაც (მაგ. გრიპი)

ნერვოზით დაავადებულთათვის დამახასიათებელია შფოთვა, შიში, რასაც სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს:

ემოციური შფოთვა მუდმივი მწუხარე ფიქრები, რაიმე კონკრეტულ მოვლენაზე, ან შიშის მოლოდინი.

ფიზიკური შფოთვა, ის ჩვეულებრივ ვლინდება კუნთების დაძაბვით, მოდუნების უუნარობით, მკერდის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნებებით.

მოტორული შფოთვა: შიშის დაძლევის მიზნით მუდმივად მოძრაობის აუცილებლობით, ფეხების გამუდმებული ტოკვით.

ნევროზის შედეგები

ნევროზები იწვევენ შრომისუნარიანობის და გამძლეობის დაქვეითებას. გარდა ამისა ავადმყოფთა გაღიზიანებულობა-შეუწყნარებლობა ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი ხდება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

მკურნალობა

ნერვოზი აბსოლიტურად მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება, წამლებს დამხმარე როლი მიუეკუთვნება.

მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თავს ნუ გადაიღლით, ხშირად დაისვენეთ და მოდუნდით. ცუდზე ნუ იფიქრებთ, თავს შთააგონეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

N.K

2 comments:

  1. Nervoz 4ever O_o kargi statiaa !

    ReplyDelete
  2. ძალიან ცუდად ვარ ვერ ფსიქიატრთან მივდივარ აკციატებული მაქ რომ თუ წავამ ჩემს ახლობელს რაღაც მოუვა იმიტომ რომ რო მითხრეს ექიმყან წამოდიო ის ციფრი დაემტხვა საათს რაც არ მინდოდა უნივერსიტეტში ვეღარ დავდივარ გამვიცდი მაგრამ ამ მდგომარეობამ ჭკუიდან შემშალა აზლა ამ ამას თუ იზავ ეს მოხდება ახლა იმას თუ იზავ ის მოხდება დანაშაულის საშინელი შეგრძნება მაქ მგონია რომ ვიზეც გამეფიქრა და რამე მოივიდათ ჩემი ბრალია სულ რაღაცეები ემთხვევა აღარ შემიძლოა

    ReplyDelete