Wednesday, January 16, 2013

სენსორული ინტეგრაციის თერაპია


თერაპიის ერთ–ერთი მეთოდია აუტიზმის მკურნალობის დროს.
სენსორული ინტეგრაციის თერაპია უნდა განახორციელოს სპეციალურად გაწვრთნილმა ოკუპაციურმა ან ფიზიკურმა თერაპევტმა. მიზანია დავეხმაროთ ბავშვს გადალახოს მისი ანტიპათია და გახდეს უფრო ტოლერანტული გარემოს მიმართ. ამ სტიმულებს ბავშვს ვაწვდით თამაშისა და ფიზიკური ატივობების საშუალებით. ეს შეიძლება მოიცავდეს ძლიერ გახეხვას, საქანელებს ვესტიბულური სტიმულირებისათვის, სხვადასხვა ტექსტურებთან შეხებას, სახტუნაო ლეიბებს, თერაპიულ ბურთებსა და სხვა

თერაპია ყოველთვის ინდივიდუალურია და ბავშვზე ორიენტირებულია. თერაპევტმა საშუალება უნდა მისცეს ბავშვს შეარჩიოს აქტივობები და მოარგოს პროგრამა ბავშვის საჭიროებებს. ბავშვისათვის სახლშიც სენსორული ინტეგრაციის თერაპიას თამაშის სახე უნდა ჰქონდეს. თერაპევტი ნაზად მიმართავს ბავშვს იმ აქტივოვებისაკენ, რომელიც აუმჯობესებს მის შემომავალი სტიმულების გადამუშავებისა და ორგანიზების პროცესს.

სენსორული დეზინტეგრაცია - ასე უწოდებენ ამ მდგომარეობას, მდგომარეობას, როცა ადამიანი თავს დაბნეულად, დაკარგულად გრძნობს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სენსორული ინტეგრაცია შეგრძნებების მოწესრიგებას ნიშნავს, ჩვენი ტვინი გამუდმებით იღებს ინფორმაციას არა მხოლოდ თვალებით, ყურებით, ყნოსვით, არამედ კუნთებიდანაც და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამ ინფორმაციის სტრუქტურირება შემდგომ მოქმედებებს განაპირობებს. ეს პროცესი ისევე მექანიკურად მიმდინარეობს და ისევე აუცილებელია ჩვენი ნორმალური არსებობისთვის, როგორც სუნთქვა. საკმარისია იგი სადღაც შეფერხდეს, ტვინისკენ მიმავალ რომელიმე არხს სერიოზული პრობლემა შეექმნას, პრობლემა შეგვექმნება ჩვენც.

No comments:

Post a Comment