Tuesday, April 10, 2012

რამდენად გულწრფელი ხართ?

ტესტი გამოავლენს თქვენი გულწრფელობის დონეს.








შეკითხვებს უნდა უპასუხოთ „კი“ ან „არა“.
1.       გშურთ თუ არა მდიდარი ადამიანების?
2.      გძულთ თუ არა რომელიმე თქვენი ნათესავი?
3.      ხშირად მგზავრობთ უბილეთოდ?
4.      შეგიძლიათ სკანდალის მოწყობა?
5.      იყოფთ თუ არა ხელს ცხვირში?
6.      გჩვევიათ თუ არა ფრჩხილების კვნეტა?
7.      ხშიარად ცრუობთ?
8.      გინატრიათ თუ არა სხვისი სიკვდილი?
9.      გქონიათ კუჭის შეკრულობა?
10.   დაგიყრიათ თუ არა ნაგავი ქუჩაში?
11.   გქონიათ თუ არა სექსუალური ლტოლვა თქვენივე სქესის მიმართ?
12.   მოგიპარავთ თუ არა რაიმე?
13.   იგინებით თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე?
14.   გიღალატიათ ოდესმე?
15.   ხშირად გაქვთ სკანდალი ოჯახში?
დაითვალეთ შედეგები, ყოველ პასუხზე „კი“ დათვალეთ 2 ქულა, ხოლო პასუხზე „არა“ 0 ქულა.
0 – 12 ქულა.  თქვენ  შეგიძლიათ საკუთარი უარყოფითი თვისებების შესახებ ხმამაღლა ისაუბროთ. არ გახასიათებთ თვითკმაყოფილება, лицемерить პირიქით, ცდილობთ ადამიანებს ისეთი  ეჩვენოთ, როგორიც სინამდვილეში ხართ. მთავარი ღირსება კი,  რაც გაქვთ, გყოფნით ძალა, საკუთარი შეცდომები თავადვე აღიაროთ.  მაგრამ , იცოდეთ, არ ღირს ნაკლზე ყურადღების გამახვილება. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მისი აღიარება კი ყველას არ შეუძლია.
13–22 ქულა. ორიდან ერთია: ან იდეალური ხართ, ან ბოლომდე რაღაცას არ ამბობთ. იქნებ, უბრალოდ, არ ხართ მზად საკუთარი შეცდომები აღიაროთ. თუ მაინც ჩათვლით, რომ ტესტის შეკითხვებისთვის მაინცდამაინც გულწრფელად არ გიპასუხიათ, გაიარეთ თავიდან .
23–30 ქულა. ალბათ თქვენთვის ტესტის გარეშეც უთქვამთ, რომ ყოველთვის გულწრფელი არ ხართ.  თუმცა, იყოთ ისეთი, როგორიც ხართ, თქვენი პირადი საქმეა.  ადამიანი თავად ირჩევს, როგორ იცხოვროს. ალბათ კითხვებზე სწორად  არ გიპასუხიათ, რადგან ადამიანი არ შეიძლება იდეალური იყოს.  გულწრფელობა თქვენი თვისება არ არის, როგორც  ჩანს, ის არც გჭირდებათ.





N.K

No comments:

Post a Comment