Wednesday, April 11, 2012

ჟესტების ენა

არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იყენებს ჟესტებს ურთიერთობის დროს.




კოლუმბიაში არსებობს სპეციალური ლექსიკონი, რომელიც 2000-მდე ჯესტის მნიშვნელობას აღწერს. ბევრმა ჟესტმა ჩვენამდე დიდი დრო გამოიარა და თითოეულს თავისი ისტორია აქვს.

მაგალითად, ცერა თითი ზევით ან ქვევით შესაბამისად დადებითს და უარყოფითს ნიშნავდა ძველ რომშიც კი. იმპერატორი ამით ნიშანს აძლევდა მოეკლათ თუ არა გლადიატორი ბრძოლის შემდეგ.

ბევრი საუკუნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ თუ ადამიანი თავს იფხანს, ის ამით იგნორირებას უკეთებს იქ მდგომ ხალხს. განათლებული ხალხი ამას არასდროს აკეთებდა.

აწეული ხელი - ეს ადამიანის ნიშანია, რომ მას ყურადღება მიაქციონ, რაღაც კითხვაზე უპასუხონ. ერთი ერის რაღაც ჟესტს სხვა ერში შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენ ერთმანეთის მისალმებას ხელის ჩამორთმევით გამოვხატავთ, თუმცა ძველ ჩინეთში, მისალმების დროს ხელს თავის თავს ართმევდნენ. ჩვენს დროში კი ამ ჟესტით ორატორი მსმენელებს ესალმება.

ესკიმოსები, მისალმებისას, ერთმანეთს მსუბუქად კრავენ მუშტს შუბლზე და მხრებზე, ლაპლანდიელები კი ცხვირებით ეხებიან. ძველი ეგვიპტელების მისალმება დღევანდელი სამხედროების მისალმებას ჰგავს - ხელი შუბლთან მიქონდათ.

აფრიკელების ზოგ ტომში მისალმებისა და ღრმა პატივისცემის გამომხატველად გოგრის გადაცემა ითვლება. ის მარჯვენა ხელით უჭირავთ, მარცხენათი კი მარჯვენა იდაყვს იჭერენ.

მექსიკელი ან ესპანელი, აღრფთოვანბის გამოხატვისას, სამ თითს შეატყუპებს და კოცნის. ბრაზილიელი კი ამ დროს ხელს ყურის ბიბილოზე მოიკიდებს.

თუ ესპანელი ან იტალიელი მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს თვალის ქუთუთოზე მოიკიდებს, ეს ნიშნავს ”ფრთხილად!”;

თუ ტიბეტში მოხვდებით და გამვლელი ადამიანი ენას გამოგიყოფთ, არ გეწყინოთ, ის ამით განიშნებთ, რომ თქვენ წინააღმდეგ არაფერს გეგმავს და შეგიძლიათ წყნარად იყოთ.

არსებობს ჟესტები, რომლებიც მთელს მსოლიოში ერთსა და იმავეს აღნიშნავს. თუ საუბრის დროს ვინმე ხელებს იქნევს, მოსაუბრეს მხარზე ხელს კრავს ან მის ღილებს აქეთ-იქით ატრიალებს, ყველა მიხვდება, რომ ის ძალიან უზრდელია. ტუჩებთან მიტანილი თითი სიჩუმეს გამოხატავს, თითის ქნევა მუქარას ან ლანძღვას, დახრილი თავი კი - სევდას.

ინდოეთის შტატ პენჯაბში თითით გველის ენის გამოხატვა ნიშნავს ”მატყუარა!”.

N.K

No comments:

Post a Comment