Monday, April 23, 2012

ინდიგო ბავშვები









არსებობს ბევრი ვერსია იმაზე, თუ ვინ არიან ე.წ. ინდიგოს ბავშვები ან საიდან მოვიდნენ ისინი. ეს ბავშვები დაჯილდოებულნი არიან განსაკუთრებული ნიჭით, მათ აქვთ უფრო სრულყოფილი ტვინი და ისინი სრულიად განსხვავდებიან სხვა ბავშვებისგან.


მოდით გავერკვიოთ რატომ უწოდებენ მათ ინდიგო-ბავშვებს. ტერმინი "ინდიგოს ბავშვები" შეიტანეს ლექსიკონში პარანორმალური მოვლენების მკვლევარებმა-გამოკვლევით დადგინდა, რომ უჩვეულო ბავშვების აურის ფერი არის მუქი-მოლურჯო (როგორც წესი აურა არის მოოქროსფრო), ასეა წოდებული-ინდიგოს ფერი. ვერავინ შეძლო ამ ფენომენის ახსნა და ინდიგოს სახელწოდება კი დარჩა.


ინდიგოს ბავშვები მხოლოდ აურის ფერით როდი განსხვავდებიან დანარჩენებისგან, ისინი ადრეული ასაკიდან მსჯელობენ მსოფლიოს ბედზე, ზოგიერთი მათგანი ყვება იმაზე თუ ვინ იყო იგი წინა ცხოვრებაში, ზოგიც კი ამტკიცებს რომ ანგელოზებთან საუბრობს. ერთ-ერთი ინდიგოს ცნობილი მაგალითია ბიჭი, რომელიც 5 წლის ასაკში უკვე ფლობდა ვიოლინოს ყველა ცნობილ რეპერტუარს. ის ამავე ასაკში ორკესტრის თანხლებით გამოდიოდა დიდ სცენაზე.


ვინ არიან ინდიგოს ბავშვები-ამ თემაზე დიდი ხნის მსჯელობა და მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ მაინც, რჩება ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი. ასეთი ბავშვების მშობლები კი უფრო პასუხებით ინტერესდებიან.

ინდიგოს ბავშვები არიან თავისუფლების მოყვარულნი, დაუმორჩილებელნი, მგრძნობიარენი და გაუკონტროლებელნი. ისინი ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ახლა, ყველაზე უფროსი ინდიგოს წარმომადგენელი დაახლოებით 27 წლისაა. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ინდიგოებს დნკ-ს სტრუქტურაც კი სხვანაირი აქვს და ეს ბავშვები, არც მეტი არც ნაკლები სამყაროს გადასარჩენად არიან გამოგზავნილნი დედამიწაზე. ახლა ინდიგოების რიცხვი დაახლოებით 30 მილიონს შეადგენს. ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტი სახეზეა.


საერთოდ, ინდიგო ბავშვების გამოვლინება ხდება 2-3 წლიდან, მაგრამ შესაძლოა დაბადებიდანვე გამოჩნდეს მათი თვისებები. ახლად დაბადებული ინდიგოზე შეუძლებელია ილაპარაკო ამაღლებულად ან ბრძანებითი კილოთი.


ბუნებისგან თავიდანვე დაჯილდოებული ინდიგოს ბავშვი, ხშირად ვერც კი ხვდება რომ მაგალითად ბრწყინვალედ ხატავს, ან თუ როგორი დიდებული ხმით მღერის. მაგრამ ის აუცილებლად შეეცდება დახატოს თქვენი პორტრეტი ან შეთხზას თქვენზე სიმღერა. ინდიგოს ბავშვები არ სვამენ ზედმეტ შეკითხვებს. მათ უკვე იციან როგორ ჩნდებიან ბავშვები, რატომ გვტოვებენ მოხუცები ან რატომ ტირის დედა.


ასეთი ბავშვები ითხოვენ ძალიან ბევრ ყურადღებას!! მაგრამ, ისინი ხშირად ითხოვენ დარჩენას საკუთარ თავთან. მათი დევიზია: ''სიცოცხლე ზედმეტად კარგია და მოკლე, რომ ჩვენ დრო ფუჭად დავხარჯოთ''

No comments:

Post a Comment