Tuesday, April 10, 2012

კომპლიმენტის ძალა

,,ქალს ბედნიერებისათვის 3 რამ სჭირდება, კომპლიმენტი, სიყვარული და იმის ცოდნა, რომ ცოტათი ეჭვიანობთ,, ასე თვლიდა ერთი ფრანგი ფსიქოლოგი პიერ ლამბერტი.



კომპლიმენტს ჯადოსნური ძალა აქვს. იგი ქალს არა მხოლოდ ახარებს, ალამაზებს კიდეც. როდესაც ქალი თავდაჯერებულად და ლაღად გრძნობს თავს, ეს თქვენს მიმართ დამოკიდებულებაშიც ჩანს. ასე რომ, არ დაიშუროთ კომპლიმენტი და გაილამაზეთ ურთიერთობა. გახსოვდეთ, კომპლიმენტი ყველაზე ცივ გულსაც გი გაალღობს.

კომპლიმენტი ერთადერთი წამალია, რომელიც მომენტალურად კურნავს ქალის უხასიათობას და მოწყენილობას. თანაც ისე, რომ უკუჩვენებები არ ახასიათებს.

რაც უფრო ღრმა შინაარს ატარებს იგი, მით უფრო საფუძვლიანად მოქმედებს ქალის ფსიქოლოგიაზე და მით უფრო შორია მოწყენილობა.

გარდა გარეგნული მომხიბვლელობის აღნიშვნისა, ქალისთვის სასიამოვნოა, როცა მის რომელიმე დადებით თვისებას უსვამთ ხაზს. ,,როგორ მომწონს, რომ ყოველთვის თავაზიანად ესაუბრები ხალხს,,. ,,მაოცებს შენი სერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ,, ,,შენ ყოველთვის გულთან მიგაქვს ჩემი საქმე..,,

მან ისედაც იცის, რომ კომპლიმენტის ჯადოსნური ძალით, ქალი დაუძლეველ კომპლექსებსაც ივიწყებს. ამაში კი თქვენი დახმარებაა საჭირო. თუ მაგალითად, ქალი თავის განიერ თეძოებს ვერ იტანს, დელიკატურად მიანიშნეთ, რომ მშვენიერი ფეხები აქვს და განიერი თეძოები, უხდება კიდეც..

თუ ამას გულწრფელად ეტყვით, ქალი უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს და კომპლექსებსაც დაივიწყებს. მაგრამ თუ უმცირეს ირონიას ან უყურადღებობას შეგნიშნავთ, ალიყური გარანტირებული გაქვთ.

მოერიდეთ ბანალურ და გაზეპირებულ კომპლიმენტებს. შეეცადეთ იყოთ ორიგინალური. ყველა ასხამს ხოტბას ლამაზ თვალებს, ტუჩებს.. ნაკლებად ახსენდებათ მშვენიერი კისერი, ან სულაც თითები..

ქალი ძალიან ბევრს ითხოვს ბედნიერებისათვის, მაგრამ რეალურად, უმცირესი ჭირდება იმისათვის, რომ თავი ბედნიერედ იგრძნოს. ეს უმცირესი თქვენი კომპლიმენტი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ ნუ დაიშურებთ მას და შედეგიც არ დააყოვნებს.
                                                                                                                   
N.K

1 comment: