Wednesday, April 11, 2012

დეჟა ვუ!


“დეჟა ვუ” ფრანგული სიტყვებია და ქართულად ნიშნავს: “უკვე ვნახე”. ბევრ თქვენგანს ალბათ მრავალჯერ ქონია ისეთი შემთხევა როცა გონებია რომ ადრე უკვე გადახდენია თავს ის რაც ხდება ახლა. სინამდვილეში, დეჟა ვუს გააჩნია საკმაოდ მარტივი მეცნიერული ახსნა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: დეჟა ვუ არის თქვენი ტვინის ბოროტი ხუმრობა და მეტი არაფერი!

წარმოიდგინეთ, რომ შემოდგომის დილაა და თქვენ მისერინობთ ქუჩაში. ამ დროს თქვენ განიცდით ისეთ გრძნობას რომელიც ადრე უკვე გამოგიცდიათ, შესაძლოა ადრეული ბავშვობის ასაკში, ამას თქვენი ტვინი შეყავს შეცდომაში და აძლევს იმის შეგრძნებას რომ მას შეხვედრია ანალოგიური სიტუაცია (და არა ანალოგიური გრძნობა). მაგალითად: თქვენ შეიგრძენით ისეთი სურნელი რომელიც შორეულ ბავშვობაში შეგიგრძნიათ მაგრამ აღარ გახსოვთ, ამ დროს თქვენი ტვინი უბრუნდება კარგა ხნის დავიწყებულ ინფორმაციას და სწორედ აქ იწყება ფოკუზი: თქვენ ჩერდებით, გაოცებისაგან თვალები გიფართოვდებათ და ფიქრობთ: “კი მაგრამ მე უკვე ვყოფილვარ ამ სიტუაციაში… მაგრამ – დაამატებთ თქვენ – აღარ მახსოვს სად!”

საქმე იმაშია რომ თქვენ გაქვთ გამოცდილი ანალოგიური გრძნობა წარსულში, მხოლოდ სრულიად სხვა სიტუაციაში. თქვენ კი მიგაჩნიათ (უფრო სწორად თვენი ტვინი მიიჩნევს ასე) რომ გამოცდილი გაქვთ ანალოგიური სიტუაცია და არა გრძნობა.

გახსოვდეთ რომ თქვენი ტვინი, ამა თუ იმ სიტუაციას იმახსოვრებს სწორედად რომ ამ სიტუაციაში განცდილი გრძნობის წყალობით. რაც ურფო დამძაბველი, საშიში ან პირიქით – სასიხარულოა სიტუაცია, მით მეტად გამახსორდებათ იგი. თქვენი ტვინი ხსენებული გრძნობების მძაფრად განცდისას გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ამა თუ იმ სიტუაციის უკეთ დამახსოვრებას. ძირითადად, როცა ადამიანს ახსენდება რაიმე სიტუაცია წარსულიდან, მას ასევე ახსენდება ისიც თუ რას განიცდიდა იგი იმ მომენტში. ისმის კითხვა, რა მოხდება მაშინ თუ თქვენ გაიხსენებთ მხოლოდ გრძნობას მაგრამ ვერ შეძლებთ სიტუაციის გახსენებას. პასუხი მარტივია – თქვენი ტვინი შეეცდება დააკავშიროს ეს გრძნობა კონკრეტულ სიტუაციასთან და თუ იგი ვერ შეძლებს გაიხსენოს თუ როდის განიცადეთ ეს გრძნობა – მაშინ შესაძლოა თქვენმა ტვინმა, განცდილი გრძნობა ამჟამინდელ (არსებულ) სიტუაციასთან დააკავშიროს და ჩათვალოს რომ ყოფილხართ ანალოგიურ სიტუაციაში წარსულში. სწორედ ამას ვუწოდებთ – დეჟა ვუს, რომელიც სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი მოვლენაა. ტვინის მოტყუება არც თუ ისე ძნელია. ამაში დასარწმუნებლად შეხედეთ რომელიმე ოპტიკურ ილუზიას. დეჟა ვუ ჩვენი ტვინის მოტყუების ერთერთი რიგითი საშუალებაა.




და ბოლოს, გახსოვდეთ რომ წარსულში განცდილი გრძნობები არასოდეს არ იშლება მეხსიერებიდან. ოდესღაც თქვენს მიერ განცდილი გრძნობა ტვინს გადაეცა როგორც ელექტრონული სიგნალი და იგი იქ ინახება…. იმ მომენტამდე სანამ იგი კვლავ გამოიღვიძებს.

N.K

No comments:

Post a Comment