Saturday, April 28, 2012

ხარ თუ არა კარგი დიასახლისი "ტესტი"

მამაკაცების 20% თვლის, რომ კარგი დიასახლისობა მეუღლის მთავარი ღირსებაა.
ყოველი ჩვენგანი სხვადასხვანაირად ეკიდება საოჯახო საქმეებს. ზოგს ისინი ბედნიერებას ანიჭებს-ზოგს კი მძიმე ტვირთად აწევს.…

1. რამდენად ხშირად ალაგებთ კარადის უჯრებს?
ა. ექვს თვეში ერთხელ სახლში რევიზიას ვატარებ -ძველ ნივთებს ვყრი ან აგარაკზე ვაგზავნი.
ბ. კარადაში ყოველთვის წესრიგი მაქვს. თაროებზე ყველაფერი აკურატულად მაქვს დალაგებული.
ბავშვობიდან მიყვარს წესრიგი.
გ. იშვიათად. ჩემს კარადაში ისეთი ქაოსია, მისი დალაგება ძნელია.
2. სტუმრებისთვის სპეციალურად გამოაცხვე ვაშლის ღვეზელი, მაგრამ დაგეწვა. მაინც გაუმასპინძლდები სტუმრებს?
ა. არავითარ შემთხვევაში! მხოლოდ შოკოლადითა და ყავით გავუმასპინძლდები.
ბ. რა თქმა უნდა, აბა რისთვის ვიწვალე?
გ. თუ ღვეზელი ძალიან არ დაიწვა, მაშინ სტუმრებს გავუმასპინძლდები, თუმცა მოვუბოდიშებ, რომ ამჯერად ისეთი არ გამოვიდა, როგორც ყოველთვის.
3. მაღაზიაში წასვლამდე საყიდელი პროდუქტის სიას ადგენ?
ა. აუცილებლად. ასე არასდროს მეხარჯება ფული სხვა რამეში და ზუსტად ვიცი რა არ გვყოფნის სახლში.
ბ. რა საჭიროა ამის გაკეთება? პირდაპირ მაღაზიაში გადავწყვეტ რა მაქვს საყიდელი.
გ. დიახ, თუმცა ამ სიაში მხოლოდ ძირითად პროდუქტს ვწერ, დანარჩენს ხასიათისა და დარჩენილი თანხის მიხედვით ვყიდულობ.
4. წარმოიდგინე, რომ ახალ სახლში გადახვედი საცხოვრებლად. რას იყიდი პირველ რიგში?
ა. ტელევიზორს. მისი არსებობით ახალ სახლში გადაბარგება უფრო გამიადვილდება.
ბ. სარეცხის მანქანას. მის გარეშე ვერაფერს გავხდები.
გ. მაცივარს. მთავარია სახლში ყოველთვის მქონდეს ახალი პროდუქტი.
5. აგროვებ თუ არა ჟურნალ-გაზეთებიდან კულინარიულ რეცეპტებს და ადევნებ თუ არა თვალს გადაცემებს ჯანმრთელი კვების შესახებ?
ა. დროდადრო. იმ შემთხვევაში, თუ მართლაც რაიმე საინტერესოს წავაწყდები.
ბ. არა. საჭიროების შემთხვევაში დედას ან ბებიას ვურეკავ.
გ. დიახ. ყოველთვის მაინტერესებს ახალი კერძების გასინჯვა.
6. გეხმარებათ თუ არა მეუღლე საოჯახო საქმეებში?
ა. ხანდახან შემიძლია დახმარება ვთხოვო. ის თითქმის არასოდეს მეუბნება უარს.
ბ. ჩვენ ხშირად ერთად ვალაგებთ სახლს, ვაკონსერვებთ პროდუქტს ზამთრისთვის, ვაკეთებთ კოსმეტიკურ რემონტს.
გ. საოჯახო საქმეები მხოლოდ მე მაბარია.
7. როგორც წესი, მხოლოდ თქვენს მიერ მომზადებული კერძები განიჭებთ სიამოვნებას.
ა. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს და ახლობლებს მხოლოდ საკუთარი ხელით მომზადებული კერძებითა და ტკბილეულით ვუმასპინძლდები.
ბ.ხანდახან. ასეთ დროს საკუთარი თავის მიმართ სიამაყის გრძნობა გიჩნდება.
გ. უნდა გამოგიტყდეთ, რომ დედაჩემს უფრო გემრიელი გამოსდის.
8. ყოველკვირეულად სახლს ერთსა და იმავე დღეს ალაგებთ?
ა. გააჩნია რა განწყობაზე ვარ
ბ. ძირითადად შაბათ-კვირას ვალაგებ, უფრო მეტი დრო მაქვს
გ. მხოლოდ შაბათობით. სამუშაო კვირა უკანაა, წინ კი კვირა მელის.
დაითვალეთ ქულები
ა 3 1 1 5 3 3 1 5
ბ 1 5 5 3 5 1 3 3
გ 5 3 3 1 1 5 5 1
8-17 ქულა:
შენი სახლი იდეალურ მდგომარეობაშია, შენ კი იდეალური დიასახლისი ხარ. ზედმეტად დიდ დროს ხომ არ უთმობ საშინაო საქმეებს? უფრო მეტი დრო მოძებნე დასვენებისთვის.
18-30 ქულა
იცი როგორ უნდა მოამზადო გემრიელი კერძი, როგორ გქონდეს სახლი მუდამ წესრიგში. ასე გააგრძელე!
31-40 ქულა:
დასვენება, მეგობრებთან შეხვედრა… ყველაფერზე ფიქრობ სახლის დალაგებისა და საჭმელის კეთების გარდა. სამწუხაროდ, ამას გარშემომყოფებიც ამჩნევენ. მავნე ჩვევის გამოსწორება ძნელია, თუმცა ეცადე კვირაში 2-3 საათი სახლის დალაგებასაც დაუთმო.



No comments:

Post a Comment