Monday, July 9, 2012

დარწუნებული ხარ, რომ მეგობრობა შემოგჩა?




რა არის მეგობრობა? ხშირად მესმის განსხვავებული მოსაზრებები ამ საკითხზე, ხშირ შემთხვევაში  ადამიანები მას უბრალოდ მიჩვევას ადარებენ, ზოგნი კი ფიქრობენ, რომ ეს ერთმანეთის გაგება, ლხინისა და ჭირის გაზიარებაა, მაგრამ სინამდვილეში რა არის იგი??  მრავალი წლის მანძილზე იწერებოდა ნაშრომები მეგობრობის, მისი ჭეშმარიტების შესახებ, რომანებში ერთი მეორეს მიყოლებით იბადებოდნენ ახალი მეგობრები და სამარადისო მეგობრობის ფიცს დებდნენ. დღევანდელობაში კი იგი შეგვიძლია უბრალოდ ბარტერულ გაცვლას შევადაროთ, სადაც ორივე მხარე კმაყოფილი რჩება, თითქოსდა მეგობებს  შორის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა დარჩა, მათ სახეზე გამოხატული ღიმილი კი მხოლოდ შემდგომი მზაკვრული გეგმის ნიღაბია, გეგმის რომლის მეშვეობითაც  განუზომელი ტკივილის მიყენება შეიძლება მეორე ადამიანისათვის. თითქოსა მეგობრები ერთმანეთს გააზრებულად ტკენენ გულს, ცდილობენ ერთმანეთი გაიძვერულად მიწაზე დაანარცხონ. ერთმანეთის წარმატებით ხარების მაგივრად ფიქრობენ რა მოიმოქმედონ ისეთი, რომ მათზე მაღლა წარმოჩდნენ საზოგადოებაში. მეგობრობა გახდა ბრძოლა პირველობისათვის სადაც ცხოველებივით ერთმანეთს ზურგიდან ესხმიან, მაგრამ  სად გაქრა ღირებულებები????  რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა,  ზოგჯერ სისხლის ფასადაც კი უწევდათ მათი დაცვა,  მეგობრობა ხომ ზებუნებრივი გზნობა იყო. კავშირი ადამიანებს შორის რომელთა შერყევა არა ძალას არ შეეძლო. ჩვენ კი რას ვაკეთებთ მდგომარეობის შესამსუბუქებლად? იმის მაგივრად, რომ დღე და ღამე მხოლოდ სიტოაციის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ კიდევ უფრო ვამძიმებთ და ვართულებთ ყველაფერს. ყოველდრიურად ჩვენი საქციელებით გულს ვტკენთ ჩვენს გარშემომყოფებს. გააზრებულად მათ წარმატებას  უგულვებელყობთ და ვცდილობთ ისეთი ტკივილი მივაყენოთ რომელიც სამუდამო იარას დაუტოვებს, შემდგომ კი ვთქვათ ჩვენ მეგობრები ვართ, განა არაა? ერთმანეთს ისეთი სისულელეებისთვის ვსაყვედურობთ და ვკიცხავთ რომელნიც გაფიქრებადაც კი არ ღირს, მაგრამ განა არ ვიცით? რომ არც ჩვენ ვართ უნაკლონი, ვიცით დიახაც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ამ ნაკლლს საგულდაგულოდ ვმალავთ, ვუფრთხით მთელი ცხოვრება... ზოგი ადამიანი მხოლოდ ერთი მიზეზით არ თანხმდება ფსიქოთერაპიას,  არ სურთ მთელი თავიანითი გულის ნადები გაუზიარონ პროფესიონალებს, რომ შემდგომში გამოსავალი იპოვნონ, ისინი ფობიებით შებყრობილნი ხდებიან, აკომპლექსებენ საკუთარ თავს. ნათესავებისა და ახლობლების შიშით -"ვაითუ მათ ეს გაიგონ, გამკიცხავენ, გამრიყავენ, არა... არაა... დაუშვებელია!" შორს წაგვიყვანს ადამიანების ქვეცობიერზე საუბარი თანაც ამ პოსტში მხოლოდ მეგობრებზე მინდა გავამახვილო ყურადღება,  მეგობრებზე რომლებიც  მასხარებად იქცნენ, რომლებმაც სიტყვა მეგობრობა შებღალეს. საუკუნეს აბრალებენ  თავიანთ  სისაზიზღრეს  თავიანთ საშიშ,  ბნელ  ზრაღვებს. მოკლედ მინოდა შემეხსენებრინა, რომ უნიკალურნი არ ვართ და ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა დავიბრუნოთ ადამიანობა რომელიც  უკვე დიდი ხანია დავკარგეთ, ახლა კი ახალ ახალი ნიღბები დაგვჩა.... სიცარიელე რომელიც არ ინკურნება, არ დაიძლევბა შიში მარტოობისა, რადგან გულის სირმეში მატონულნი ვართ.... დაფიქრდით ამაზე ვინ არიან თქვენთვის მეგობრები და რას ვაკეთებთ ჩვენ მათი კეთილდღეობისათვის!!!!
ზუსტად ვიცი  ზოგი იტყვის სისულელეა, ნაბოდვარია რაღაცაო, ზოგნი კი გაიცინებენ და ეს რა დაწერაო გამკიცხავენ, მაგრამ დაფიქრდით, ჩაუღმავდით საკუთარ თავს და პასუხებს იქ იპოვნით!!!!

No comments:

Post a Comment