Wednesday, January 16, 2013

აუტიზმის მკურნალობა



აუტიზმის სრულიად განკურნება დღესდღეობით შეუძლებელია.
  არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ეფექტური მედიკამენტური მკურნალობა. მკურნალობა მხოლოდ ხსნის მწვავე სიმპტომებს. ისიც იმ შემთხვევაში თუ მშობლები მტკიცედ იცავენქცევის მოდიფიკაციის”, “სენსორული ინტეგრაციისდა სხვა მსგავს პროგრამებს. ამიტომ ექიმები და განვითარების ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ აუტიზმის პიონერს ექიმ ბერნარდ რიმლანდის განცხადებას, რომლის მიხედვით აუტიზმის მნიშვნელოვანი მკურნალობა შესაძლებელია დიეტითა და შესაბამისი კვებით. მისი მეთოდის მთავარი დასაყრდენია შაქრის და ხელოვნური ინგრედიენტების ამოღება საკვებიდან და დამატებითი მკვებავი ნივთიერებების, განსაკუთრებით ვიტამინ B6 და მაგნიუმის დამატება. ამას მოგვიანებით დაემატა დიმეთილგლიცინი (DMG) და კანდიდას (სოკოვანი) ინფექციის მკურნალობა. ბევრი მშობელი ამტკიცებს მისი მეთოდის წარმატებას. აუტისტ ბავშვთა დიდ ნაწილს აღენიშნება ალერგია საკვებზე, განსაკუთრებით ხორბლის წებოვანასა და რძეზე. ამიტომ აუტისტ ბავშვთა მშობლები ხშირად აღნიშნავენ სიმპტომების ალაგმვას საკვები დიეტების დროს.

ბოლო დროს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აუტიზმის ალტერნატიული მკურნალობის საკითხში. ხელმისაწვდომი გახდა მეტაბოლური გზების აღმოჩენის ცდები. ახალი მოდელები გვეხმარება გავიგოთ, როგორ უვითარდებათ აუტიზმიზედმეტად მგრძნობიარებავშვებს. თუ აქამდე ნერვული და იმუნური სისტემები ცალ-ცალკე განიხილებოდნენ, ახლა აუტისტ ბავშვებთანსენსორული ინტეგრაციისპრობლემების გვერდით მათი იმუნური სისტემის გადატვირთულობის შესაძლებლობებიც განიხილება. კვლევებმა ცხადჰყო, რომ აუტისტ ბავშვებს, თუმცა ყველას ერთნაირად არა, აწუხებთ იმუნური სისტემის და მეტაბოლური ანომალიები. მათი უმრავლესობის სისხლის სურათი აჩვენებს იმუნური სისტემის რეგულირების დარღვევას.

ითვლება, რომ აუტისტი ბავშვები გენეტიკურად მიდრეკილნი არიან იმუნური სისტემის სისუსტისაკენ. ეს თავის მხრივ იწვევს აუტოიმუნურ დეფიციტს ტვინის კრიტიკულ უბნებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ყურადღებას, გუნება-განწყობილებას და მეტყველებას. არასწორი იმუნური რეაქციის მკურნალობა ხდება, დონორის სისხლის პლაზმიდან მომზადებული იმუნიტეტის გამაძლიერებელი გუპტას (კალიფორნიის უნივერსიტეტის იმუნოლოგის სახელი) გამა გლობულინის ბულიონით, რომელიც შეყავთ პაციენტის ვენაში. გამოკვლევების თანახმად, ბევრ ბავშვს აღენიშნა გუნება-განწყობის, ყურადღების კონცენტრაციისა და მეტყველების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ერთი ბავშვი, ამგვარი მკურნალობის შედეგად სრულიად გამოჯანმრთელდა და ახლა ჩვეულებრივ სკოლაში დადის და მისდევს სპორტს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ არის დამტკიცებული, რომ გამა გლობულინი ყოველთვის ეფექტურია აუტიზმის სამკურნალოდ, რამეთუ რამდენიმე პაციენტს არავითარი რეაქცია არ ჰქონდა იმუნიტეტის ამფიქსატორზე.” იმუნიტეტის მოდულირების სხვა გზები ეყრდნობა მკურნალობას ნალტრექსონით და ტრენტალით. გარდა ამისა, ამინო მჟავის პროფილის და ნეიროგადამტანების შესწავლისას აუტიზმის დროს გამოაშკარავდა ტვინის მასაზრდოებელი ქიმიური ნივთიერებების (მაგ. სერატონინი) უკმარისობა მეტაბოლურ ჯაჭვში. ვინაიდან B6 და მაგნიუმი ხსნიან ამ დეფიციტს, ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ზოგ აუტისტ ბავშვზე ისინი დადებითად მოქმედებენ. (სპეციალური მკვებავი ფორმულა, რომელსაცნუტერაეწოდა, შეიცავს ამ მკვებავ ნივთიერებებს და საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს). ამინო მჟავებიტაურინი (შეტევების დროს), ტრიფტოფანი და ტირობინიაგრეთვე დადებით შედეგს იძლევა.

No comments:

Post a Comment