Wednesday, January 16, 2013

ტესტი :)

და აი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც სურათების მიხედვით გამოიცნობს თქვენს ხასიათს. გთხოვთ ამ სურათებიდან ამოირჩიოთ ერთი,რომელიც თქვენი აზრით ყველაზე მეტად შეგესაბამებათ თქვენ


1-- დინამიური, აქტიური,ექსტროვერტი ადვილად შეგიძლია გარისკვა. გიყვარს მრავალფეროვანი საქმის კეთება. შენთვის უცხოა ყოველდღიური რუტინა. ყველაზე მეტად რაიმე მოვლენაში აქტიური როლის თამაში გსიამოვნებს. მოგცონს როდესაც შენს დამსახურებებს ხმამაღლა აღნიშნავენ.


2--თვითდაკვირვებული, მგრძნობიარე შენ ძალიან ხარ დამოკიდებული გარემოზე სადაც შენ ცხოვრობ. ვერ იტან ზერელე დამოკიდებულებას საქმის მიმართ. შენი ურთიერთობა მეგობრებთან ძალიან მტკიცეა,რაც სულიერ სიმშვიდეს განიჭებს. ძალიან იშვიათად ხარ მოწყენილი


3--მიწაზე მყარად მდგომი, გაწონასწორებული, ჰარმონიულ შენ გაქვს შენი საკუთარი სტილი,რომელიც შეუცვლელია. ხალხი მოხიბლულია თქვენით,რადგან შეიძლება თქვენი ნდობა. შენთან ახლომყოფ ადამიანებს სიმშვიდეს ანიჭებ. ყველა გიცნობს როგორც თბილ და ჰუმანურ ადამიანს, არ მოგწონს არაფერი ბანალური. სკეპტიკურად ხარ განწყობილი მოდის მიმართ.შენთვის აუცილებელია ჩასაცმელი იყოს პრაქტიკული და მოკრძალებულად ელეგანტური.


4--დამოუკიდებელი, თავისუფალი შენ ითხოვ თავისუფალ ცხოვრებას საკუთარი თავისთვის,რაც განსაზღვრავს შენი ცხოვრების კურსს. ძალიან ხარ გატაცებული შენი სამსახურით.ცდილობ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შეასრულო, მაგრამ შენს სწრაფვას თავისუფლებისაკენ ხანდახან სრულიად საპირისპირო შედეგამდე. ინდივიდუალისტი ხარ. არავის მიბაძავ ბრმად, პირიქით ცდილობ იცხოვრო საკუთარი რწმენის შესაბამისად.


5--ანალიტიური,საიმედო,საკუთარ თავში დარწმუნებული კულტურა განსაკუთრებულ როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში. ნაპოვნი გაქვს შენი ინდივიდუალური სტილი,რომელიც ძალიან ელეგანტური და ექსკლუზიურია. გაგაჩნია განსაზღვრული დონე კულტურისა,რასაც იყენებ ხალხთან ურთიერთობისას.


6--უზრუნველი, მხიარული, მხნე შენ გიყვარს თავისუფალი,სპონტანური ცხოვრება. შენ ცდილობ,რომ ბოლომდე მიიღო ცხოვრებისგან სიამოვნება. შენი დევიზია "ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცოცხლობს".ხარ დაინტერესებული ყველაფერი ახლით,ადვილად ეგუები მას. შენი ცხოვრება ცვალებადია და ყოველთვის მზად ხარ სიურპრიზებისთვის.


7--პროფესიონალი, პრაგმატული, საკუთარ თავში დარწმუნებული არ ენდობი ბედს და მეტად გწამს საკუთარი თავის. ყველა პრობლემას პრაკტიკულად და პრაგმატულად წყვეტ. რეალურად უყურებ შენს ცხოვრებას. შენთვის უცხოა მერყეობა. სამსახურში დიდი პასუხოსმგებლობა გაკისრია,რადგან ყველამ იცის,რომ შენი ნდობა შეიძლება. არასოდეს ხარ საკუთარი მუშაობით კმაყოფილი სანამ ბოლომდე არ აასრულებ ჩანაფიქრს.


8--მშვიდი, წინდახედული, არააგრესიული შენ ხარ ნელი და ფრთხილი. ძნელად იძენ მეგობრებს. გირჩევნია საკუთარი მარტოობითა და დამოუკიდებლობით ტკბობა. გიყვარს განცალკევება და ცხოვრების აზრზე ჩაფიქრება. შენ გესაჭიროება სივრცე, ამსთვის ეძებ ლამაზ თავშესაფარს, თუმცა შენ მაინც არ ხარ მარტოსული. შენ სამყაროსთან ჰარმონიაში ხარ და აფასებ იმას, რასაც სამყარო გთავაზობს.…


9--რომანტიკული,მეოცნებე,ემოციური ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ.არ გინდა მოვლენების აღქმა ისე,როგორც აღიქვამს ყველა დანარჩენი. ყველაზე მნიშვნელოვანი შენი გრძნობებია. ფიქრობ,რომ აუცილებელია ადამიანს ოცნება გააჩნდეს. არ გიყვარს ადამიანები,რომლებიც რომანტიზმს უარყოფენ.

No comments:

Post a Comment