Wednesday, January 16, 2013

ტესტი

ტესტი დაგეხმარებათ არა მარტო საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, არამედ იმ ადამიანებისაც, რომლებიც თქვენს გარშემო მუდმივად ტრიალებენ, ამისვის მათაც უნდა ჩაუტაროთ ტესტი.
ოღონდ მეგობრებო, ყველაფერი უნდა ჩაინიშნოთ აბა ჰეე წარმატებები))' 

1. აირჩიეთ ნებისმიერი ციფრი 1-დან 9-მდე
2. ჩამოთვალეთ 5 ფერი. დაიწყეთ საყვარელი ფერით
3. ჩამოთვალეთ 5 ფილმი
4. ჩამოთვალეთ 5 მომღერალი/ ჯგუფი/ მუსიკოსი
5. დახაზეთ რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა (5 მაინც)
6. დახაზეთ რთული გეომეტრიული ფიგურა, რომელშიც ჩახაზული იქნება რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა

ახლა კი გავშიფროთ:

რიცხვები:
1 – ყველგან პირველობას ცდილობს
3,7 – მისტიციზმისკენ აქვს მიდრეკილება
5 – “ხუთოსანია” – ყოველთვის ქებას ითხოვს
9 – პესიმისტია

ფერები:
წითელი – სექსი, ვნება
ყავისფერი – გადამწვარი ვნებები
ვარდისფერი – სექსი, შიშველი სხეულის ფერი
შავი – მელანქოლია, ფანტაზიის შეუზღუდავი უნარი
ნაცრისფერი – მოწყენილობის ფერი
თეთრი – ჩიხი, გამოუვალი მდგომარეობის ფერი
მწვანე – სიხარულის ფერი, ენთუზიაზმი, სასარგებლო ფერი
ყვითელი – მონატრების ფერი
ლურჯი – მეოცნებე
ცისფერი – “ლაითი” მონატრების ფერი
იასამნისფერი – სექსზე მეოცნებე

კინოფილმები:
ამ ფილმების გმირები, არიან მისი იდეალები, მას უნდა მიბაძოს. თქვენ მიხვდებით თუ ვინ უნდა რომ იყოს თავის წარმოსახვაში. ელაპარაკეთ ამ ფილმებზე. დამიჯერეთ, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეაგროვებთ.

მუსიკოსები:
დააკვირდით რიტმს, ეს ტემპერამენტის მაჩვენებელია. საყვარელი მუსიკით მიხვდებით თუ როგორ გარემოში გაიზარდა და როგორი გემოვნება აქვს.

გეომეტრიული ფიგურები:
უბრალო ფიგურები – სამკუთხედი, ოთხკუთხედი, კვადრატი, წრე. თუ არ დახაზა უბრალო ფიგურა და დახატა მაგ. სპირალი, ე.ი. მას კომპლექსები აწუხებს.
სამკუთხედი – ასოცირდება პატივმოყვარეობასთან
კვადრატი – თავისუფლება
წრე – რაღაც სასიამოვნო, მრგვალი. ასოცირდება ფიზიკურ სიამოვნებასთან.
დააკვირდით თუ როგორი თანმიმდევრობით არის დახაზული ეს ფიგურები. მაგ: თუ პირველი ან მეოთხე სამკუთხედია, ე.ი თავის თავი უყვარს და თუ ბევრი წრეებია, ე.ი. სექსუალური მანიაკია .
რთული გეომეტრიული ფიგურა დაგეხმარებათ უფრო კარგად გამოიკვლიოთ ადამიანის ფსიქიკა. დააკვირდით რომელი ფიგურები დომინირებს.

No comments:

Post a Comment