Friday, April 13, 2012

აბრაჰამ მასლოუს კონცეფცია


პოპულარული ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაჰამ მასლოუს კონცეფცია, რომელმაც მოგვცა ადამიანის მოთხოვნილებების შემდეგი კლასიფიკაცია:




1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები - საკვები, წყალი, ჩასაცმელი, შთამომავლობის გაგრძელება. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ სხვა დანარჩენი მოთხოვნილებები აზრს კარგავს, ვინაიდან ირღვევა ადამიანის ორგანიზმის რეგულაცია;
2. უსაფრთხოების მოთხოვნილებები - მტრისგან, სიღატაკისგან, ავადმყოფობისგან დაცვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ფსიქიკის რეგულაცია;
3. სოციალური კონტაქტების მოთხოვნილებები - სიყვარული, მეგობრობა, ყურადღება, ზრუნვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა პიროვნების სოციალური საქმიანობის რეგულაცია;
4. პატივისცემის მოთხოვნილებები - აღიარება, მიღწევები, სტატუსი, პრესტიჟი. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ქცევის რეგულაცია, იგი აღარ წარმოადგენს ფასეულობას სხვებისთვის, ანუ საზოგადოების სრულფასოვან წევრს;
5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები - საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების (ადამიანური კაპიტალის) გამოხატვა; ანუ ესაა იმის მიღწევის შესაძლებლობა, რის პოტენციალიც პიროვნებას გააჩნია. იგი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სულიერ სამყაროს.
 თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა შემოქმედებითი საქმიანობის რეგულაცია, იგი ვერ ქმნის ახალს, ის აღარაა შემოქმედი.


M.P

No comments:

Post a Comment