Thursday, April 12, 2012

მეგობარი სათამაშო

თქვენ ალბად ყველას გყავდათ მეგობარი სათამაშო გაიგეთ მის შესახებ უფრო მეტი :)))




საინტერესოა რა როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში მეგობარი სათამაშო. ამ ერთი შეხედვით მარტივი კითხვის უკან ბევრი მეტად პრობლემური და საინტერესო ფაქტი იმალება. ასე მაგალითად : რატომაა ასე მნიშვნელოვანი პატარასთვის სათამაშო? რა ასაკში უნდა ვუთხრათ მასზე უარი ? რა პრობლემები შეიძლება შექმნას მეგობარი სათამაშოსადმი ზედმეტად მიჯაჭვულობამ და ასე შემდეგ.

მეგობარი სათამაშო ბავშვებს ეხმარება თავი აარიდონ მოწყენილობას და გაღიზიანებას იმ პერიოდში, რომლებსაც ისინი მშობლების გარეშე ატარებენ.

ფსიქოლოგთა უმეტესობა მიიჩნევს , რომ პირველი სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ თქვენი პატარა იწყებს სამყაროს აღქმას და აზროვნებით ახდენს ადაპტაციას გარემოსთან, სწორედ სათამაშოსადმი დამოხატული ინტერესია. ეს ნივთი აძლევს პატარას იმის საშუალებას, რომ სიყვარული და სითბო გადაიტანოს სხვა „სუბიექტზე". გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სწორედ სათამაშოა ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელიც ბავშვს სიყვარულს და სითბოს უნარს უნერგავს.

ფსიქოლოგების აზრით, ბავშვი არ უნდა დავაშოროთ საყვარელ სათამაშოს, მითუმეტეს თუ ფანატიკურადაა მასზე შეყვარებული. სჯობს თავად გადაწყვიტოს მიატოვებს მას თუ მოზრდილ ასაკამდე იქნება მასზე მიჯაჭვული. სკოლის ასაკის ბავშვებში ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც მშობლები ძალით ათქმევინებენ ხოლმე უარს საყვარელნივთზე და ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ბავშვთა ფსიქიკაზე.

რასაკვირველია ზომიერების დაცვაც აუცილებელია, რათა ეს მიჯაჭვულობა იზოლაციაში არ გადაიზარდოს.

ახლა კი რჩევა დედიკოებს: ეცადეთ თქვენს ჩვილს შეურჩიოთ ფაფუკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნატურალური მასალისგან დამზადებული სათამაშო. ან თავად შეუკერეთ. იმაზე არ იდარდით, რომ არ მოეწონება. გაგიკვირდებათ და პატარების საყვარელი სათამაშოები ზოგჯერ შეუხედავი, თუმცა მათთვის ძალიან საყვარელი და განუყრელი მეგობარია.

N.K

No comments:

Post a Comment