Saturday, June 2, 2012

დაბალი თვითშეფასება



რატომ უყალიბდება ადამიანს დაბალი თვითშეფასება?


1. ვცხოვრობთ ნეგატიურ საზოგადოებაში და მუდმივად კავშირი გვაქვს უარყოფითად განწყობილ ადამიანებთან;

2. ადამიანის გარეგნობა და მიღწევები ხშირად იყო გაკრიტიკებული/გამასხარავებული. 

3. ადამიანმა მიანიჭა ”განსაკუთრებული” მნიშვნელობა გარკვეულ წარუმატებლობას ცხოვრებაში.

4. ადამიანი ყოველთვის ადარებს საკუთარ თავს სხვა ადამიანებს.

ჩვენ არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი სხვა ადამიანებს, რადგან:

- ყველა ადამიანი არის უნიკალური და აქვს ინდივიდუალური ფასეულობები, რაც ჩვენ არ ვიცით. თუ ვინმე თქვენზე რამით მეტია მან მიაღწია ამ წარმატებას, რასაც თქვენც შეგიძლიათ მიაღწიოთ.

- არ არსებობს არარეალური მიზნები, არსებობს არარეალური თარიღები!

როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება?

1. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული. არ შეიძლება ჩვენს გარეგნობაში არაფერი მოგვწონდეს! სარკეში ყოველთვის გავამხნევოთ საკუთარი თავი ასეთი კომპლიმენტებით ”შენ წარმატებული ადამიანი ხარ!” ”გადასარევ ფორმაში ხარ!”, ”გაცილებით მეტს მიაღწევ!”....
2. ასევე დაწერეთ თქვენი ხასიათის ძლიერი მხარეები, დაწერეთ გამარჯვებების/წარმატებების სია დაახლოებით ასე: მე ვარ პრინციპული, საქმიანი, მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა მივაღწიე ამას.... ამას... მწამს უფლის და ვიცი, რომ უფრო მეტს ვიმსახურებ ცხოვრებისგან! დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და ჩემს წარმატებაში! თქვენი ეს ”სახე” რაც შეიძლება ხშირად გაიმეორეთ და დროთა განმავლობაში ეს ქვეცნობიერში განივთდება!

2 comments:

  1. es saTqmelad advilia magram ase ar miiRweva "TviTSefasebis" momateba da sakuTari Tavis rwmena. es xom marto Tavis motyueba iqneba?! kai, SeiZleba 1-2-ma adamianma SeZos ase, magram umetesoba ver aimaRlebs ase TviTSefasebas. me ufro sxva gzas girCevdiT, bevrad ufro ukeTess da efeqtians!

    ReplyDelete
  2. pitagora ikneb gvirchiot sxva gza?

    ReplyDelete